მთელი მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც, COVID 19 ვირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ყოველდღიურად იბრძვის. როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროცესებში. ამიტომ, მეგობრებმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც კოვიდ ინფიცირებულებს ან საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს გაუწევს დახმარებას.
კოვაიდერი არის ციფრული ასისტენტი რომელიც მონაცემთა ბაზაში ინახავს Covid-19- ის შესახებ ხშირად დასმულ შეკითხვებს. გაძლევთ რეკომენდაციებს და გირჩევთ ვირუსთან გამკლავების გზებს. სისტემა ასევე გვთავაზობს კვალიფიციურ ექიმთან მიმოწერას.