რეკომენდაციები
სიმპტომური და ზოგადი რეკომენდაციები
ზოგადი რეკომენდაციები
გაეცანით ზოგად რეკომენდაციებს, რაც Covid-ის დადასტურების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ.
ინფიცირების პერიოდი
კოვიდ ინფიცირების პერიოდი მოიცავს 14 დღეს, სიცხე, ხველა და სხვა სიმპტომები 10-დან 14 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს, ვირუსის დამარცხების შემდგომ შესაძლებელია კონკრეტული რომელიმე სიმპტომი 14 დღის შემდგომაც იჩენდეს თავს, რასაც სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა და შესაბამისი ანალიზების ჩატარება. გაითვალისწინეთ, რომ კვლევების მიხედვით დავადების გამოვლენიდან 5-7 დღე ითვლება ყველაზე კრიტიკულად.
ანალიზები კოვიდის 19-ის დროს
კოვდ 19-ის ტესტის ჩატარება რეკომენდირებულია საეჭვო კონტაქტიდან 5-6 დღეს ან კლინიკური სიმპტომებიდან 1-2 დღეში. ხოლო თუ თქვენ ხართ დაინფიცირებული, სასურველია ჩაიტაროთ სხვადასხვა ანალიზები მათ შორის : დ დიმერის და სისხლის საერთო, ანალიზისთვის შეგიძლიათ სამედიცინო ჯგუფის სახლში გამოძახება : კლინიკა მრჩეველი, კლინიკა ციტო, კლინიკა ნეოლაბი, კლინიკა ავერსი, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალი, კატასტროფის მედიცინის ცენტრი.
სატურაცია
გვაჩვენებს სისხლის ჟანგბადის გაჯერებას, ნორმაა როცა ის ოთახის ტემპერატურაზე >95%, მისი გაზომვა ხდება სპეციალური აპარატით ,,პულსოქსიმეტრით“ რომელიც ყველა აფთიაქში შეგვიძლია შევიძინოთ. (აფთიაქების საინფორმაციო ცნობარი 0322252233)
თუ არ გაქვთ სატურაიის საზომი აპარატი, კრიტიკულ სიტუაციაში შეგიძლიათ გაიზომოთ მექანიკურად. მოსვენებულ მდგომარეობაში 1 წუთის განმავლობაში დაითვალოთ ჩასუნთქვების რაოდენობა და თუ ის 30-ზე მეტია მაშინ პაციენტს ესაჭიროება ამბულატორიაში გადაყვანა.
როდესაც სატურაცია დაბალია და ვერ მოდის სასწრაფო კომენდანტის საათიდან გამომდინარე რეკავთ 144 და იღებთ ერთჯერად საშვს, რის შემდეგაც მიდიხართ დაუყოვნებლივ საავადმყოფოში.სატურაციის ნორმმა 95-ს ზემოთ. ხოლო თუ 94-ს ქვევით ფიქსირდება აუცილებლად დაუკავშირდით 112
საყოფაცხოვრებო ქცევა
ინფიცირების დადასტურების შემდგომ, აუცილებელია თვით იზოლაციაში გადასვლა, ოჯახის ექიმთან დაკავშირება, სრულფასოვანი კვება, სრულფასოვანი ძილი, ფიზიკური აქტიუორბა, სტრესის თავიდან არიდება, სითხეების მიღება, გაითვალისწინეთ, რომ მოსვენების დროს სასურველია დაწვეთ მუცელზე ან გვერდზე.
კვება და ვიტამინები
იმისთვის რათა ჩვენი იმუნური სისტემა სრულფასოვნად მუშაობდეს ინფიცირების დროს აუცილებელია : სრულფასოვანი კვება, სრულფასოვანი ძილი, ფიზიკური აქტიუორბა, სტრესის თავიდან არიდება.
კოვიდის დროს ვიტამინის როლზე მეცნიერულად არაფერია ცნობილი, მაგრამ ზოგადად ვირუსების დროს მსოფლიოში მიღებულია D და C ვიტამინის მიღება საკვების ან დანამატის სახით.
ასე, რომ აღნიშნული ვიტამინების მიღება შეგიძლიათ შემდეგი რეკომენდაციით : D ვიტამინი 800 ერთუელი დღეში, თუთია 15 მგ დღეში.
ამბულატორიაში გადაყვანა
თუ პაციენტს შეენიშნება ქოშინი, გულმკერდის არეში ტკივილი, დაუმორჩილებელი მაღალი (38.5 და მეტი) ტემპერატურა, რომელიც მედიკამენტების მიღების მიუხედავად არ იწევს დაბლა, გულმკერდის არეში ტკივილი, ციანოზის (მოლურჯო ელფერი) ან სუნთქვის უკმარისობა, მაშინ პაციენტი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მაგრამ თუ ვერ მოდის სასწრაფო, კომენდანტის საათიდან გამომდინარე რეკავთ 144 და იღებთ ერთჯერად საშვს რის შემდეგაც მიდიხართ საავადმყოფოში.
რისკ ჯგუფები
ხანშიშესული ადამიანების დაინფიცირების შემთხვევაში მნიშვნელოვანია : მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და ხშირი კონტაქტი სამედიცინო პერსონალთან, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი ჰოსპიტალიზაცია.
ორსულების შემთხვევაში გარდა სტანდარტული რეკომენდაციების გათვალისწინებისა აუცილებელია გინეკოლოგთან კონსულტაცია.
თრომბოფილიის მქონე ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია ჰემატოლგთან.
რა ვქნა თუ ექიმი არ მირეკავს ?
მთავარია იყოთ იზოლაციაში, აკონტროლოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიმპტომები, მიიღოთ სითხეები, ფიზიკურად იყოთ აქტიური. ნებისმიერ სიმპტომთან დაკავშირებით ჩვენ სისტემაში შეძლებთ კვალიფიციური რეკომენდაციის ნახვას, გართულებული შემთხვევების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიტოვოთ კითხვა. კითხვის დასმის გრაფაში. ( გთხოვთ კითხვა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოგვწეროთ, მაშინ როდესაც კოვაიდერის ყველა სექციას შეამოწმებთ)
სიცხე
სიცხე კოვიდ ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. სიცხე ვირუსის მიმდინარეობის დროს როგორც წესი 10-დან 14 დღემდე გრძელდება, თუ პაციენტს აღენიშნება 38.5-მდე ის არ საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას მაგრამ თუ 38.5-ს ცდება ტემპერატურა მაშინ მას შეუძლია მიიღოს პარაცეტამოლი ან იბუპროფენი (ნუროფენი)
ხველა
ხველა როგორც სხვა აქ აღნიშნული სიმპტომები, კოვიდის დამახასიათებელი სიმპტომია,
მშრალი, შემაწუხებელი ხველა, რომელიც კოვიდის დროს აღმოცენდება რთულად სამართავია. წამალი მასზე არ მოქმედებს, თუ ალერგია არ აქვს ადამიანს ჯობია რძე + თაფლი მიიღოს.
სუნთქვის უკმარისობა
სუნთქვის უკმარისობა ხშირად ახლავს კოვიდ ინფიცირებას, თუ მწვავე სუნთქვის უკმარისობა გააჩნია ადამიანს შეიძლება ვივურაუდოთ რომ აქვს ფილტვების ანთება და შესაბამისად სასწრაფოდ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, თუ გადატვირთული გრაფიკის გამო სასწრაფო ვერ ახერხებს მოსვლას, საჭიროა დარეკოთ 144 ნომერზე მოითხოვოთ ერთჯერადი საშვი (კომენდანტის საათის დროს) და დაუყოვნებლივ მიხვიდეთ საავადმყოფოში
წნევა
ზოგ ადამიანს აწუხებს წნევა, შესაბამისად აღნიშნულ სიმპტომში ვერანაირ ზედაპირულ რეკომენდაციას ვერ გავცემთ გარდა იმისა რომ დაუკავშირდეთ კარდიოლოგს და გაიაროთ მასთან კონსულტაცია, ხოლო ექიმთან დაკავშირდებამდე გააგრძელოთ არსებული წამლების მიღება რომლებსაც აქამდე იღებდით.
უძილობა
უძილობაც ასევე ერთ-ერთი სიმპტომს წარმოადგენს კოვიდ იმფიცირების დროს, რასთან ბრძოლისთვისაც
შეიძლება დალიოთ ბუნებრივი ამინომჟავა მელატონინი ან სხვა ნებისმიერი ფიტოპრეპარატი.
მელატონინის მიღება შეგიძლიათ : 1.5 დან 3 მგ ძილის წინ 30-40 წუთით ადრე
გემო და ყნოსვა
ყველა სხვა სიმპტომისგან განსხვავებით გემოს და ყნოსვის დაკარგვის დაბრუნება მხოლოდ დროზეა დამოკიდებული და დარწმუნებული იყავით რომ ის აუცილებლად დაგიბრუდნებათ. უმეტეს შემთხვევაში კოვიდ ვირუსის დამარცხების შემდგომ ყნოსვა და გემოს შეგრძნება ეტაპობრივად იწყებს დაბრუნებას.
ტკივილი ზურგის და გულ მკერდის არეში
თუ გაწუხებთ აღნიშნული სიმპტომი და ამას ემატება სუნთქვის უკმარისობა ან ქოშინი, აუცილებლად უნდა მოხდეს თქვენი ჰოსპიტალიზაცია, თუ გადატვირთული გრაფიკის გამო სასწრაფო ვერ ახერხებს მოსვლას, საჭიროა დარეკოთ 144 ნომერზე მოითხოვოთ ერთჯერადი საშვი (კომენდანტის საათის დროს) და დაუყოვნებლივ მიხვიდით საავადმყოფოში
როგორ ამოვიცნოთ ფილტვების ანთების ნიშნები
პნევმონიის დიაგნოზი მოზრდილებში შესაძლებელია დაისვას შემდეგი სიმპტომების და ნიშნების საფუძველზე : – სხეულის ტემპერატურა 38 ზე მეტი.- სუნთქვის სიხშირე 20 ზე მეტი. – გულისცემის სიხშირე 100 ზე მეტი, – მწვავედ დაწყებული აბნეულობა. მძიმე მიმდინარეობის მაჩვენებელია ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში ან სუნთქვის მკვეთრი გაძნელება, სისხლიანი ხველა, ციანოზი, ცივი ან აჭრელებული კანი, შეფხიზლების სირთულე, შარდის გამოყოფის შემცირება.
შინაგანი სიცივე
შინაგანი სიცივე არის ვირუსული ინტოქსიკაციით გამოწვეული სიმპტომი, ამდენად აუცილებელია დღეში 2 ლიტრამდე სითხის მიღება, შესაძლებელია პარაცეტამოლის ან იბუპროფენის მიღებაც.
სახსრების ტკივილი
სახსრების ტკივილი ხშირად ახლავს კოვიდ-19 ინფექციას. ამ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ იბუპროფენი 400მგ – 1 ტაბლეტი 7-8სთ-ში ერთხელ. თუ თქვენ გაქვთ დადასტურებული კუჭის და ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, მაშინ ამ პრეოარატის მიღება უნდა შეათანხმოთ თქვენს მკურნალ ექიმთან. ასევე თუ გაწუხებთ პერიოდული ტკივილები კუჭის არეში, პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით და მისი მიღება შეათანხმეთ ექიმთან; თუ რომელიმე სახსარი შესივდა, გაწითლდა, შეგეზღუდათ მოძრაობა – მიმართეთ ექიმს.
ფაღარათი
ფაღარათის დროს უმნიშვნელოვანესია ორალური რეჰიდრატაციული ხსნარის (რეჰიდრონი, ალტაფლორა, აისოლი ) მიღება ადექვატური რაოდენობით (დამოკიდებულია ნაწლავთა მოქმედების ჯერადობაზე, ანუ დაკარგული სითხის მოცულობაზე). დამხმარე თერაპიის სახით დასაშვებია იომოგის მიღება.
ფეხების ტკივილი
ფეხების ტკივილს შეისაძლოა რამოდენიმე მიზეზი ჰქონდეს კოვიდ-19-ით ინფექციის დროს. თუ თქვენ გაწუხებთ კუნთების და/ან სახსრების ტკივილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ იბუპროფენი 400მგ – 1 ტაბლეტი 7-8სთ-ში ერთხელ. თუ თქვენ გაქვთ დადასტურებული კუჭის და ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, მაშინ ამ პრეოარატის მიღება უნდა შეათანხმოთ თქვენს მკურნალ ექიმთან. ასევე თუ გაწუხებთ პერიოდული ტკივილები კუჭის არეში, პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით და მისი მიღება შეათანხმეთ ექიმთან; თუ რომელიმე სახსარი შესივდა, გაწითლდა, შეგეზღუდათ მოძრაობა – მიმართეთ ექიმს.
თუ ფეხის არეში დაგეწყოთ უეცარი, მწვავე ტკივილი, დაუყივნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ შეამჩნიეთ ფეხის/თითების მიდამოში შეშუპება, სიწითლე, მგრძნობელობის დაკარგვა – მიმართეთ ექიმს.
შეგიძლიათ დღის განმავლობაში აკეთოთ ფეხის მარტივი ვარჯიშები.
უმადობა
საკვების მიღებაზე მეტად მნიშვნელოვანია სითხის მიღება. დარწმუნდით, რომ დღის განმავლობაში იღებთ საკმარისი რაოდენობით წყალს /მინერალურ სითხეს/ თბილ სითხეებს/ ელექტროლიტურ ხსნარებს. უმადობა ინფექციის თანხმლები მდგომარეობაა, შეეცადეთ მცირე რაოდენობით მიიღოთ საკვები, რომ მეტად არ გამოიხატოს სისუსტე. თუმცა მთავარი სითხის ადექვატური რაოდენობით მიღებაა, დაახლოებით 2-2.5ლ დღის მანძილზე.
დაბალი სიცხე
სხეულის დაბალი ტემპერატურის დროს (<36.0C) სასურველია სხეულის გათბობა, თბილად ჩაცმა, სათბურის გამოყენება, თბილი სითხეების მიღება.
სიცხე ვირუსის შემდგომ
ტემპერატურის მაჩვენებელი 37.5-38.3C ფარგლებში არც თუ იშვიათად გვხვდება კოვიდ-19-ის გამოჯანმრთელების ფაზაში. თუ ტემპერატურა თქვენთვის სუბიექტურად შემაწუხებელია, შეგიძლიათ მიიღოთ სიცხის დამწევი. ყურადღებით იყავით, თუ ტემპერატურის მაჩვენებელმა მოიმატა, ინტერვალი ტემპერატურის მატებებს შორის შემცირდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს
ანტიბიოტიკის მიღება
ანტიბიოტიკი მიიღება მხოლოდ მაშინ თუ აღნიშნულ ვირუსს თან ერთვის მეორადი ბაქტერიული გართულება, ანტიბიოტიკის მიღებამდა აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.
სიმპტომური რეკომენდაციები
გაეცანით სიმპტომურ რეკომენდაციებს, რაც Covid-ის დადასტურების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ.