ხშირად დასმული კითხვები
დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC)
გვესაჭიროება სხვადასხვა მიზნებისთვის სამედიცინო სტატისტიკა COVID-19 ის შესახებ, როგორ მოვიძიო იგი ?
COVID-19 ის შესახებ სტატისტიკა განთავსებულია ვებგვერდზე NCDC.GE, – შესაბამის განყოფილებაში, ხოლო, თუ საიტზე არსებული ინფორმაცია არ არის საკმარისი და სხვა რაიმე სახის კონკრეტული მონაცემები გესაჭიროებათ , შეგიძლიათ მოიწეროთ ოფიციალური განცხადება/წერილი და გამოითხოვოთ ეს ინფორმაცია (ელ-ფოსტა: cancelary@ncdc.ge).
მაქვს ცხელება (სიცხე), სურდო ხველა, სუნთქვის გაძნელება და სხვა რესპირაციული სიმპტომები, მჭირდება ტესტირება, როგორ მოვიქცე?
COVID-19 -სთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს, ხოლო გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში 112-ს.
ინფორმაცია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შესახებ , სადაც იმყოფებით აღრიცხვაზე მოიძიეთ აქ:
ვინ ითვლება დადასტურებული შემთხვევის კონტაქტად და რომელ კონტაქტს ეკუთვნის გატესტვა უფასოდ?
COVID-19 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი არის ნებისმიერი პირი ვისაც შეხება ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან სიმპტომების დაწყებამდე 48 საათით ადრე, მომდევნო 12 დღის განმავლობაში. თუ დადასტურებულ შემთხვევას არ ჰქონდა სიმპტომები, კონტაქტირებულად განისაზღვრება ადამიანი, რომელსაც ჰქონდა შეხება შემთხვევასთან ნიმუშის აღებამდე 48 საათით ადრე, მომდევნო 12 დღის განმავლობაში.
დადასტურებული შემთხვევის კონტაქტირებულმა პირებმა Covid 19 -ისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომების სემთხვევაში (ცხელება, ხველა სუნთქვის გაძნელება და.ა. შ) დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს ან 112-ს. იზოლაციის პერიოდში ექიმი ან ეპიდემიოლოგი გადაწყვეტს ექვემდებარებიან თუ არა ტესტირებას.
ვიმყოფები კარანტინში, არ გვაქვს შესაბამისი პირობები (საკვები რომელიც შეესაბამება ჩემს რაციონს, ვერ ვასეირნებ ძაღლს, არ არის სისუფთავე ,არის ხმაური და ა.შ. ) გვინდა სასტუმროს პირობების შეცვლა ან სხვაგან გადასვლა.
მსგავსი საკითხები სცილდება ცენტრის კომპეტენციას , აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით , გთხოვთ მიმართოთ სასტუმროს ადმინისტრაციას.
გვსურს სადარბაზოს , ლიფტისა და საცხოვრებელი კორპუსის ან ოფისის ინვენტარის COVID-19 ის საწინააღმდეგო დეზინფექცია, სად შემიძლია მივიღო ეს მომსახურება ?
მსგავსი საკითხები სცილდება ჩვენი ორგანიზაციის კომპეტენციას, მიმართეთ კერძო სადეზინფექციო სამსახურებს. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტის მეშვეობით (მაგალითად: GOOGLE.GE, YELL.GE) ან მიმართეთ საინფორმაციო სამსახურს.
ვარ პირბადის მწარმოებელი, მსურს მისი რეგისტრაცია და ტესტირება როგორ მოვიქცე ?
პირბადეების რეგისტრაციასთან/ტესტირებასთან დაკავშირებთ, გთხოვთ მიმართოთ ეკონომიკის სამინისტროს: 299 11 05.
რა არის COVID-19- ის ინკუბაციური პერიოდი / რამდენ ხანში ვლინდება დაინფიცირებიდან COVID-19- ის სიმპტომები.
COVID-19- ის ინკუბაციური პერიოდია 1-14 დღე, ე.ი დაინფიცირებიდან სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს 1-14 დღის განმავლობაში, ხოლო ყველაზე ხშირად, ძირითადად მაინც ხუთ-შვიდ დღეში. თუმცა დაავადება შეიძლება უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს. ე.ი სიმპტომების გარეშე.
რა სიმპტომებია დამახასიათებელი COVID-19-ისთვის?
COVID-19-ისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება,
ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივლი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ან მოსვენების დროს ქოშინი (რაც ადრე არ გქონიათ).
რა სიმპტომებს უნდ მივაქციოთ ყურადღება, რომელიც მიანიშნებს დაავადების რთულ მიმდინარეობაზე?
-სუნთქვის უკმარისობა
-ტკვილი და/ან ზეწოლა გულ-მკერდის არეში
-ცნობიერების დარღვევა
-ძილიანობა
-უჩვეულო სიფერმკრთალე/ციანოზური ტუჩები და სახე.
როგორ მოვიქცე თუ ჩემთან ახლო კონტაქტში მყოფ პირს დაუდგინდა COVID-19?
-გადადით თვითიზოლაციაში (კონტაქტირებული ადამიანის დიაგნოზის გაგებინდან რაც შეიძლება მალე).
-დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ აღმოაჩენთ, რომ გაგიჩნდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუკავშირდით პირად ოჯახის ექიმს ან 112-ს, რის შემდეგაც საჭიროემისამებრ, მოხდება თქვენი გადამისამართება ტესტირებაზე.
– თუ დაგიდასტურდებათ COVID-19, ექიმი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების შესაბამისად მიიიღებს ბინაზე მკურნალობის ან ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებას.
-თუ პასუხი უარყოფითია, განაგრძობთ თვითიზოლაციის წესების დაცვას.
რა სახის ტესტები გამოიყენება COVID-19-ინფექციის დიაგნოსტიკისთვის?
– დაავადების მიმდინარეობის დადგენის მიზნით გამოიყენება ანტიგენის სწრაფი ტესტი ან პჯდ (PCR) ტესტი, რომელიც ადგენს ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსის არსებობას.
– ანტისხეულების ტესტი: COVID-19 IgM/IgG ტესტი არის სწრაფი, რომელიც განსაზღვრავს სისხლში, შრატსა და პლაზმაში ვირუსის მიმართ ანტისხეულების არსებობას. უსიმპტომო პაციენტებში, ან დაავადების ადრეულ ეტაპზე აღნიშნული ტესტის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი, რამდედანაც ანტისხეულების გამოყოფა იწყება სიმპტომების დაწყებიდან მე-5და მე-14 დღეს.
– საკუთარი ინიციატივით არცერთი ასეთი ტესტის გაკეთება არ არის რეკომენდებული.
ვინ ექვემდებარება სავალდებულო ტესტირებას და რა შემთხვევაშია ტესტირება უფასო და ფასიანი?
სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული სხვადასხვა ჯგუფების ლაბორატორიული მომსახურება. დეტალური ინფორმაცია ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4896450?publication=9
-სხვა შემთხვევაში, თუ ტესტს იკეთებთ საკუთარი სურვილით, მომსახურება არის ფასიანი.
როგორ მოვიქცე თუ ოჯახის წევრს დაუდგინდა კორონა ვირუსი?
უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ინფიცირებულთან ერთად სახლში მცხოვრები ოჯახის ყველა წევრი დარჩეს თვითიზოლაციაში.თუ თქვენი ოჯახის წევრი ექიმის გადაწყვეტილებით გადის ბინაზე მკურნალობას, აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე წესი, რათა შეამციროთ ვირუსის გადაცემის საფრთხე:
– ხშირად გაანიავეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრის, კარის გაღებით. ინფიცირებულთან კონტაქტის აუცილებლობისას ყველა წევრმა უნდა გაიკეთოს პირბადე.იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრთან აუცილებლობის გარდა ფიზიკური კოტაქტი მაქსიმალურად შეზღუდეთ.საეჭვო ინფიცირებული პირი სარგებლობს საკუთარი ჭურჭლით და საყოფაცხოვრებო ნივთებით.
– თუ შესაძლებელია, საეჭვო ინფიცირებული პირი სარგებლობს ცალკე აბაზანით და სან-ჰიგიენური კვანძით, სხვა შემთხვევაში საერთო საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ ინფიცირებულთან შეხებაში მყოფი ზედაპირები უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხნსარით.
– საერთო სივრცეში ზედაპირები რაც შეიძლება ხშირად ვამუშავებთ სპირტიანი (60-80%) ხსნარით.
პრევენციის მიზნით ან საზღვარზე წარსადგენად, ან სხვ. მიზეზით მსურს ტესტირების ჩატარება, სად შეიძლება აღნიშნული მომსახურების მიღება?
ტესტირების ჩატარება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებს გარეთ (კომერციული/ფასიანი ტესტირება) შესაძლებელია ლაბორატორიებში (მათ შორის ლუგარის ლაბორატორიაში), რომელთა ნუსხაც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე:
https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=8dd7ef49-cc5f-40c9-88d2-822fe5ae7066
მჭირდება PCR/პჯრ ტესტირება ლუგარის ლაბორატორიაში. რა ღირს აღნიშნულ დაწესებულებაში მომსახურების მიღება , არის თუ არა წინასწარ ჩაწერა და რომელ საათებშია ტესტირების ჩატარება შესაძლებელი?
ტესტირების საფასურია 250 ლარი (24 საათში მიღებული პასუხი), წინასწარ ჩაწერა არ არის საჭირო, სამუშაო საათები ორშაბათი – პარასკევი -10:00-17:00, შაბათს – 11:00 დან -16:00 მდე.
ეკონომიკური საქმიანობის წარმოებასთან დაკავშირებით (მაგალითად რესტორნის, კაფე-ბარის, სილამაზის სალონი, საცურაო აუზი,სპორტდარბაზი, საოფისე საქმიანობა , სამშენებლო , ავტოტექმომსახურება , საზოგადოებრივი კვება , სავაჭრო ობიექტები , საცალო და საბითუმო ვაჭრობა , საგანმანათლებლო დაწესებულება , და სხვა მაინტერესებს როგორ უნდა ვიხელმძღვანელო ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სად შემიძლია აღნიშნული ინფორმაციის მოძიება?
აღნიშნული ინფორმაციის – მოძიება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: რეკომენდაციები ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სექტორისთვის , სადაც ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სექტორისთვის არის შესაბამისი რეკომენდაციები და რეგულაციები , დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შრომის უსაფრთხოების სამსახურს – 1505; 0322510011-შიდა ნომერი 1421, ან 1426.
რა შემთხვევაში ხორციელდება ბინაზე/სასტუმროში/სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა?
– ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება, თუ COVID-19 დადასტურებულ პირს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები ან უსიმპტომოა. ამავდროულად აუცილებელია პირს ჰქონდეს თვითიზოლაციის პირობები. აღნიშნული არ ვრცელდება ქრონიკული დაავადებების მქონე და 65 წელზე უფროსი ასაკის პირებზე. ასევე, 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთა მკურნალობა აუცილებელია განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებაში.
– თუ პირს აქვს მსუბუქი სიმპტომები, ან უსიმპტომოა, მაგრამ არ აქვს თვითიზოლაციის პირობები, 112-თან კონტაქტის შემდეგ განხორციელდება მისი გადაყვანა COVID -სასტუმროში.
– დაავადების მძიმე მიმდინარეობისას, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე და ხანდაზმული პირების შემთხვევაში, მკურნალობა ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში.
როდის ითვლება პაციენტი გამოჯანმრთელებულად და როდის შეუძლია იზოლაციის დასრულება?
– სიმპტომიანი პაციენტის შემთხვევაში მკურნალობა დასრულებულია, თუ თვითიზოლაციიდან გასულია მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე;
– თუ დაავადება მიმდინარეობდა სრულიად უსიმპტომოდ, პაციენტი 10 დღე იმყოფება იზოლაციაში და მე-11 დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან.
ორივე შემთხვევაში გამოჯანმრთელებას ადასტურებს მკურნალი ოჯახის ექიმი.
– ჰოსპიტალიდან ბინაზე გაწერა ხორცილდება დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად ექიმის გადაწყვეტილებით.
– დაავადების მძიმე მიმდინარეობისას, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე და ხანდაზმული პირების შემთხვევაში, მკურნალობა ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში.
როგორ მოვიქცე ბინაზე მკურნალობის დროს?
– მკაცრად დაიცავით თვითიზოლაციის წესები.
- არ გახვიდეთ გარეთ
- არ მიიღოთ სტუმრები
- ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ.
- იქონიეთ პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები.
- ხშირად გაანივეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრებით/კარით.
– არ მიიღოთ მედიკამენტები ექიმთან შეთანხმების გარეშე. COVID-19-ის მკურნალობა არის სიმპტომური და სიმპტომების მართვისათვის საჭირო თქვენთვის უსაფრთხო მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ექიმი.
– შესაძლებლობის ფარგლებში შეინარჩუნეთ ფიზიკური აქტივობა ოთახის პირობებში.
– მიიღეთ ოთახის ტემპერატურის სითხეები ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით.
მეძლევა თუ არა და ვის მიერ გაიცემა ცნობა COVID-ინფიცირების შესახებ სამსახურში წარსადგენად?
-თუ იზოლაციაში (კარანტინი/თვითიზოლაცია) მყოფი პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.
საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ფინანსდება თუ არა კორონა-ვირუსის ტესტირება, იზოლაცია, მკურნალობა?
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, COVID-19-თან დაკავშირებული ყველა სამედიცინო სერვისი ფასიანია.
ვარ სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი (მენეჯერი , ხელმძღვანელი) და მსურს ჩემი კლინიკის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა/ გვესაჭიროება სახელმწიფო პროგრამისთვის გათვალისწინებული COVID19- ის ტესტები, ვის შემიძლია მივმართო, რომ მივიღოთ ეს მომსახურება?
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ NCDC-ის ცხელ ხაზს 116001, რომელიც გაგიწევთ სათანადო კონსულტაციას.
COVID19-ის ტესტირების ელექტრონულ მოდულში ვერ ვარეგისტრირებ მონაცემებს
დასახმარებლად მიმართეთ NCDC-ის ცხელ ხაზს 116001, რომელიც დაგაკავშირებთ ტექნიკურ პერსონალს.
როგორ უნდა მოვიქცეთ სიმტომების (ტემპერატურის) აღმოჩენის შემთხვვაში?
- არ მქონია არავითარი შეხება კოვიდ-ინფიცირებულთან, მაგრამ მაინც გამომივლინდა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები?
– დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს. ხველება და ტემპერატურის მატება ახასიათებს სხვა ვირუსულ ინფექციებსაც. ამიტომ, თუ ახველებთ, გაქვთ სურდო ან ტემპერატურა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კოვიდ-ინფიცირებული ხართ. მიუხედავად ამისა, შესაძლებლობის ფარგლებში, შეეცადეთ რამდენიმე დღე გაატაროთ იზოლაციაში. როგორც წესი, სხვა ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები სტანდარტული მიმდინარეობისას 3-5 დღეში ქრება.
- თუ მქონდა შეხება ინფიცირებულთან და ამის შემდგომ გამომივლინდა სიმპტომები?
– გადადით თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში. დაუკავშირდით 112-ს, ან პირად ოჯახის ექიმს, რომელიც დიაგნოზის დადასტურების მიზნით გადაგამისამართებთ ტესტირებაზე.
რას გულისხმობს თვითიზოლაცია, როდის უნდა დავიწყო და დავასრულო იგი?
თუ გაქვთ საკუთარ სახლში სრულად იზოლირების შესაძლებლობა, დარჩით ბინაზე. დასაშვებია საერთო სველი წერტილის მოხმარება ჰიგიენის წესების დაცვით. პირობების არქონის შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდეთ 112-ს და მოხდება თქვენი გადაყვანა COVID-სასტუმროში;
► არ გახვიდეთ გარეთ;
► არ მიიღოთ სტუმრები;
► ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ;
► იქონიეთ პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები;
► თუ თვითიზოლაციის პერიოდში არ გამოგივლინდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი არცერთი საეჭვო ნიშანი, იზოლაცია სრულდება დაწყებიდან მე-12 დღეს.
როგორ ხდება კორონავირუსის გადაცემა?
წვეთოვანი და კონტაქტური გზით-მაგალითად, ხველის ან ცემინების დროს, ხელის ჩამორთმევით, სახესა და თვალთან დაუბანელი ხელის შეხებით, დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით.
დაავადების რა ეტაპიდან იწყება ინფიცირებული ადამიანის გადამდებლობა?
ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით (48 საათით) ადრე.
როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან?
► მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს;
► გაიკეთეთ პირბადე დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალ ადგილებში და იმ ადამიანებთან ახლოს კონტაქტის დროს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;
► დაიცავით 2 მეტრიანი ფიზიკური დისტანცია (პირბადის გამოყენების შემთხვევაშიც);
► ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით (40-60 წამის განმავლობაში) ან ალკოჰოლის შემცველი 70%იანი ხსნარით (20-40 წამი);
► შესაძლებლობის ფარგლებში შეეცადეთ არ გადაადგილდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
როგორ მოვიქცე თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, მაგრამ სიმპტომები აღმენიშნება?
დაუკავშირდით პირად ოჯახის ექიმს.
სად არის შესაძლებელი COVID-19-ზე ტესტირება?
დაუკავშირდით ოჯახის ექიმს და დარეგისტრირდით ნაცხის ასაღებად. ტესტირება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე წარმოდგენილ ლაბორატორიებში:
https://stopcov.ge/ka/Klinikebi?CurrentPage=1
სამედიცინო დაწესებულებების ნუსხა, სადაც შესაძლებელია სახელმწიფოს დაფინანსებით ანტიგენზე დამყარებული ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ტესტის ჩატარება.
როგორ მოვიქცე თუ ვარ COVID-ინფიცირებული, ვმკურნალობ ბინაზე და სხვა მიზეზით დამჭირდა გეგმიური, ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება?
► თუ დაგჭირდათ გეგმიური სამედიცინო მომსახურება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელი ინფექციის კონტროლის წესების დაცვით გაგიწევთ საჭირო მომსახურებას ან დაგაკვალიანებთ საჭირო ქმედებების თაობაზე;
► გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების დროს მიმართეთ 112-ს.
მაქვს თუ არა უფლება ექიმის მითითების მიუხედავად ბინაზე მკურნალობის ნაცვლად მოვითხოვო ჰოსპიტალიზაცია და პირიქით?
როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ ექიმის შეფასებით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფოს მიერ გაწერილ პროტოკოლზე.
შესაძლებელია თუ არა, დაავადებამ ჩაიაროს სრულიად უსიმპტომოდ პაციენტის მდგომარეობის მოულოდნელადი გამწვავებით ან გამწვავების გარეშე?
დიახ შესაძლებელია, ამიტომ აუცილებელია ყურადღებით ადევნოთ თვალყური დაავადების მიმდინარეობას და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ოჯახის ექიმს.
არის თუ არა უსიმპტომო პაციენტი ვირუსის გავრცელების წყარო?
უსიმპტომო პირებიც წარმოადგენენ ვირუსის გადაცემის წყაროს, თუმცა სიმპტომების არ არსებობის გამო, ვირუსის გამოყოფის ინტენსივობა ნაკლებია.
ვინ ითვლება დაავადების გართულების მომატებული რისკის ჯგუფად ?
► ხანდაზმულები;
► ქრონიკული დაავადების მქონე პირები (განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ონკოლოგიური პათოლოგიები, აივ ინფექცია/შიდსი და სხვა).
რა არის COVID19-ის ყველაზე გავრცელებული სერიოზული სიმპტომები , რაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს ?
COVID19-ის ყველაზე გავრცელებული სერიოზული სიმპტომებია : ჰაერის უკმარისობა და სუნთქვის გაძნელება , მეტყველების , მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევა , ტკივილი გულმკერდის არეში .
რა არის COVID19-ის ძირითადი სიმპტომები/შედარებით იშვიათი სიმპტომები ?
COVID19-ის ძირითადი სიმპტომები: ცხელება , ხველა , საერთო სისუსტე , ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვა , ხოლო შედარებით იშვიათი სიმპტომებია :ყელის ტკივილი , თავის ტკივილი , ზოგადი ტკივილი , დიარეა , გამონაყარი ტანზე და ხელის და ფეხის თითების ფერის შეცვლა , წითელი ან გაღიზიანებული თვალები.
შეუძლიათ თუ არა მეძუძურ დედებს COVID19-ით ინფიცირების შემთხვევაში ახალშობილის კვება?
არსებული მტკიცებულებებით COVID19 დედის რძით არ გადადის. უსაფრთხოების ზომების მიღების დროს ინფიცირების რისკი დედიდან ახალშობილზე მინიმალურია, ამისათვის მნიშვნელოვანია:
- დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ბავშვის ძუძუთი კვებისას: დაიბანეთ ხელები ჩვილთან შეხებამდე და შეხების შემდეგ, ძუძუს წოვის დროს გაიკეთეთ პირბადე
- ატარეთ პირბადე ახალშობილთან ერთ მეტრზე ნაკლებდ დისტანციაზე ყოფნისას
- რუტინულად გაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები
ახალშობილზე ზრუნვისას დაიხმარეთ ისეთი ადამიანი, რომელიც არ მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს. დამხმარე ადამიანმა უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენა, რესპირაციული ეტიკეტი და პირბადის გამოყენების წესები.
ზრდის თუ არა თამბაქოს მოხმარება COVID19-ით ინფიცირების რისკს ?
დიახ , შესაძლებელია , მოწევისას ხელის სახესთან/პირთან მიტანამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს ორგანიზმში ვირუსის მოხვედრას. მოწევის შესაწყვეტად დაგვიკავშირდით თამბაქოს ცხელ ხაზზე 116001 – (შიდა ნომერი 1) , სადაც გაგიწევენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით კონსულტაციას.
როგორი უნდა იყოს არასამედიცინო (სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებული) პირბადე და როგორია მისი სწორად გამოყენების წესები?
- დაუშვებელია ერთი პირბადის ერთზე მეტი პირის მიერ გამოყენება
- პირბადის გამოყენებისას აუცილებელია ხელების ჰიგიენის დაცვა
- პირბადე სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს, დაფიქსირებული უნდა იყოს ნიკაპსა და ცხვირზე
- რეკომენდირებულია, ფილტრაციის უნარის გასაზრდელად პირბადეს ჰქონდეს არანაკლებ სამი შრე
- მასალა არ უნდა იყოს წელვადი
- არსებული მტკიცებულებებით სხვადასხვა ქსოვილის პირბადეების ფილტრაციის ეფექტურობა მერყეობს 0,6% -დან -70% მდე.
რა მარეგულირებელი წესები არსებობს პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით ? რა შემთხვევებში არ მოეთხოვებათ მოქალაქეებს პირბადის გამოყენება?
აღნიშნულ საკითხებს არეგულირებს ,,პირბადის ტარების წესების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება”:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4896616?publication=3
მეტი ინფორმაცია პირბადის გამოყენებაზე:
-როგორ გამოვიყენოთ ნიღაბი (ვიდეო)
https://www.youtube.com/watch?v=SyilnT2cK9w&feature=emb_title
ვრცელდება თუ არა COVID19 კოღოს ან ტკიპის ნაკბენით?
არ არსებობს მტკიცებულება კორონავირუსის კოღოს ან ტკიპის ნაკბენით გადაცემის შესახებ.
მივიღო თუ არა პრევენციის , მკურნალობის მიზნით ალკოჰოლი (არაყი, ,კონიაკი, ღვინო და.შ) დამიცავს ვირუსის გავრცელებისგან / მისი მოქმედებისგან?
ალკოჰოლი ვერ დაგიცავთ კორონავირუსისგან. ალკოჰოლის მოხმარება აზიანებს იმუნურ სისტემას და საფრთხეს უქმნის საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობას, აგრეთვე იგი არის თამბაქოს მაპროვოცირებელი ფაქტორი.