პნევმონიის დიაგნოზი მოზრდილებში შესაძლებელია დაისვას შემდეგი სიმპტომების და ნიშნების საფუძველზე : – სხეულის ტემპერატურა 38 ზე მეტი.- სუნთქვის სიხშირე 20 ზე მეტი. – გულისცემის სიხშირე 100 ზე მეტი, – მწვავედ დაწყებული აბნეულობა. მძიმე მიმდინარეობის მაჩვენებელია ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში ან სუნთქვის მკვეთრი გაძნელება, სისხლიანი ხველა, ციანოზი, ცივი ან აჭრელებული კანი, შეფხიზლების სირთულე, შარდის გამოყოფის შემცირება.