ფეხების ტკივილს შეისაძლოა რამოდენიმე მიზეზი ჰქონდეს კოვიდ-19-ით ინფექციის დროს. თუ თქვენ გაწუხებთ კუნთების და/ან სახსრების ტკივილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ იბუპროფენი 400მგ – 1 ტაბლეტი 7-8სთ-ში ერთხელ. თუ თქვენ გაქვთ დადასტურებული კუჭის და ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, მაშინ ამ პრეოარატის მიღება უნდა შეათანხმოთ თქვენს მკურნალ ექიმთან. ასევე თუ გაწუხებთ პერიოდული ტკივილები კუჭის არეში, პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით და მისი მიღება შეათანხმეთ ექიმთან; თუ რომელიმე სახსარი შესივდა, გაწითლდა, შეგეზღუდათ მოძრაობა – მიმართეთ ექიმს.
თუ ფეხის არეში დაგეწყოთ უეცარი, მწვავე ტკივილი, დაუყივნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ შეამჩნიეთ ფეხის/თითების მიდამოში შეშუპება, სიწითლე, მგრძნობელობის დაკარგვა – მიმართეთ ექიმს.
შეგიძლიათ დღის განმავლობაში აკეთოთ ფეხის მარტივი ვარჯიშები.